2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: ქვეყნის მომავალმა თაობამ უნდა შეძლოს სამშობლოს თითოეული გოჯი მიწისათვის ბრძოლა, უნდა ესმოდეს, რომ სადაც მათ მამა-პაპას სისხლი დაუღვრია და დამარხულა, იმ მიწას ედავებიან და არ დაანებოს...
3.პროექტის აქტუალობა:ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილების'' შესწავლის შემდეგ კლასში ჩავატარეთ დისკუსია თემაზე: ,,საქართველო გუშინ და დღეს''... მოსწავლეებმა მოისურვეს თემის ჩაღრმავება და დაიწყეს მუშაობა პროექტზე. ისინი განვლილი მასალიდან გაიხსენებენ პატრიოტულ თემებზე შექმნილ ნაწარმოებებს, დაახასიათებენ მოქმედ პერსონაჟებს და არგუმენტების საშუალებით გაამართლებენ ან უარყოფენ მათ გადაწყვეტილებებს. სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები მათ მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში და გაითავისებენ, რომ ,,სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა."
4.პროექტის მიზნები:სამშობლოსათვის გულანთებული მომავალი თაობის აღზრდა. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მსჯელობის, ანალიზის, შეფასების, კვლევის, პრეზენტაციის მომზადების უნარები. დახვეწავენ დისკუსიისა და დებატების გამართვის ხელოვნებას, ისწავლიან სხვისი აზრის პატივისცემას. გაიღრმავებენ ისტ-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.ჩაერთვებიან ჯგუფურ მუშაობაში.
5.მონაწილეთა ასაკი:X-XI კლასები.
6.ვადები/ხანგძლივობა: 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ისტორიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით განიხილავენ XIX-XX საუკუნეების საქართველოს მდგომარეობას და მოამზადებენ პრეზენტაციებს.გამართავენ დებატებს, აიღებენ ინტერვიუებს, შექმნიან სტენდს სათაურით:,,საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი..." ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას და მოძიებულ მასალებს განათავსებენ ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ისტორიული ლიტერატურა, ფორმატი,მარკერები,კალამი,თაბახის ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,აირჩევენ ლიდერებს და დაინაწილებენ სამუშაოებს ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით. I ჯგუფი ბიბლიოთეკის საშუალებით მოიძიებს XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიას და მოამზადებს პრეზენტაციებს.II ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს სურათებს და გააკეთებს სტენდს.III ჯგუფი მოამზადებს მასალებს დებატებისათვის, აიღებენ ინტერვიუებს.მოსწავლეები იმსჯელებენ და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოიყვანენ არგუმენტებს.პერიოდულად მოვახდენ მონიტორინგს,რათა არ მოხდეს თემიდან გადახვევა. დასკვნით ნაწილში ისინი გააკეთებენ თვითშეფასებას, მე კი შევაფასებ მათ შეფასების რუბრიკის მიხედვით.(იხ.შეფასების რუბრიკა)
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა-მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ანალიზის, სინთეზის, შეფასების, პრეზენტაციის მომზადების, დისკუსიისა და დებატების გამართვის უნარები. დაეუფლებიან ინტერვიუს აღების ხელოვნებას.ისწავლიან თანამშრომლობას.
ისტორია- გაიღრმავებენ ცოდნას XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიაში.
ისწავლიან წყაროების გამოყენებას.
ისწავლიან წყაროების გამოყენებას.
ხელოვნება -გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
ისტი-მასალების მოსაძიებლად გამოიყებენ ინტერნეტს, ისწავლიან კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობას და მასალებს ატვირთავენ ბლოგზე.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მაია ხვედელიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maiaxvedelidze2014@gmail.com