1. პროექტის სახელწოდება: ,,ლეგენდად ქცეული კაცი და მისი აღზრდილები"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): ღვაწლმოსილი პედაგოგის,ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორის, ისტორიკოს ტიტიკო ნოზაძის განვლილი გზა, სოფლის ღირსეულ წარმომადგენელთა უკეთ გაცნობა მომავალი თაობისათვის.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები წარმატებულ ადამიანთა ცხოვრების შესწავლით გააცნობიერებენ,რომ მათი ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი, წარმატებებს მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს,გაუჩნდებათ მათი მიბაძვის სურვილი და მაგალითის მიცემად გამოადგებათ ცხოვრებაში. მიეჩვევიან
ინფორმაციის მოპოვებასა და გაზიარებას, პრეზენტაციების მომზადებას.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა უფრო ახლოს გაიცნონ ამადგარი, 87 წლის მოქმედი პედაგოგი და მისი წარმატებული აღზრდილები. გამოუმუშავდეთ მათ კვლევის, დისკუსიების გამართვის, ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევები. დამოუკიდებლად შეძლონ კომპიუტერთან მუშაობა.
5.მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი.
6.ვადები/ხანგძლივობა: 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ინტერვიუების აღებას, შექმნიან ფოტოალბომს, მოამზადებენ პრეზენტაციებს, მოძიებულ მასალებს განათავსებენ ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,ფანქრები,ფორმატი, კალამი, ფოტოაპარატი,თაბახის ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ჯგუფებად დაყოფა, ლიდერების არჩევა,აქტივობების განაწილება სურვილებისა და უნარების გათვალისწინებით.
შეხვედრა ტიტე მასწავლებელთან და მისი ოჯახის წევრებთან,ინტერვიუების აღება წარმატებული თანასოფლელებიდან, დისკუსიების გამართვა, მოპოვებულ ინფორმაციების და სურათების განათავსება ბლოგზე.ღონისძიების ჩატარება და გამორჩეულ კურსდამთავრებულთა მოწვევა, ფოტოალბომის შექმნა.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიის გამართვის, პრეზენტაციის მომზადების უნარ -ჩვევები. ხელოვნებაში გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ- ჩვევები. ისწავლიან კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მაია ხვედელიძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:maiaxvedelidze2014@gmail.com.
No comments:
Post a Comment